ESM-ის კურსდამთავრებული საწვლას საფრანგეთში გააგრძელებს
13 სექტემბერი 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული შოთა ოშხნელი სწავლას საფრანგეთში, Aieseg School of Management in Paris-ში გააგრძელებს, რომელიც მენეჯმენტის სკოლებში Financial Times-ის რეიტინგით მე-17 ადგილზეა მსოფლიოში.
შოთას სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად დააფინანსებს განათლების საერთაშორისო ცენტრი.
შოთა ოშხნელის სპეციალობა Master in Management-ს Information Management იქნება.
შოთას უმცროსი ძმა, ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტი, ზურა ოშხნელი რამდენიმე თვის წინ IGeneration-ის გამარჯვებული გახდა და სწავლას ირლანდიაში აგრძელებს.