GE

ESM-ის კურსდამთავრებული სწავლას აშშ-ში გააგრძელებს

06 თებერვალი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურდამთავრებული, გიორგი შარაბიძე, სწავლას აშშ-ში Ivy League-ს წევრ Cornell-ის უნივერსიტეტში MBA-ს მიმართულებით აგრძელებს.
 
გიორგიმ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა 2012 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც ფინანსურ საკონსულტაციო კომპანია Wings & Freeman Capital-ში მუშაობდა, ხოლო შემდგომ კი თიბისი ბანკში კორპორატიული დაკრედიტების მიმართულებით.
 
გიორგი ამჟამად მეორე კურსის სტუდენტია, ხოლო სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე კომპანია Amazon-ში დაიწყებს, ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში.