ლაშა ჩიქოვანი სწავლას აგრძელებს University of North Carolina at Chapel Hill-ში
16 მაისი 2023
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული ლაშა ჩიქოვანი სწავლას აგრძელებს სამაგისტრო პროგრამაზე აშშ-ში, University of North Carolina at Chapel Hill-ში. მან სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა.
ლაშამ სწავლის სრული დაფინანსება მიიღო აგრეთვე Vanderbilt University-შიც, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტზე შეაჩერა, რადგან მიაჩნია, რომ ეს უნივერსიტეტის უკეთეს შესაძლებლობებს სთავაზობს.
იგი აგრეთვე არის Vetter Dean's Fellowship-ის წევრი, რაც სწავლის პერიოდში კარიერული მხარდაჭერის პროგრამასაც ითვალისწინებს.
ლაშა, პარტნიორებთან ერთად, სამშენებლო-არქიტექტურული კომპანია ლაკადა გრუპის დამფუძნებელი და დირექტორია. სამომავლოდ, გეგმავს კარიერა Managment Consulting-ის მიმართულებით გააგრძელოს და ფიქრობს, რომ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა ამ კუთხით მისთვის ნაყოფიერი იქნება.
მსგავსი სიახლეები
06 ივნისი 2023
მარიამ ხარაშვილი Columbia University აგრძელებს სწავლას
22 აპრილი 2022
ნათია სვანიძე აშშ-ში Stanford University-ში აგრძელებს სწავლას
25 ივლისი 2023
მარიამ ჩიქოვანი სწავლას Stanford University-ში აგრძელებს
24 ივლისი 2023
ელენე მურჯიკნელი სწავლას London Business School-ში (LBS) აგრძელებს
24 აგვისტო 2022