GE

მარიამ ჩიქოვანი სწავლას Stanford University-ში აგრძელებს

25 ივლისი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული მარიამ ჩიქოვანი სექტემბრიდან სწავლას აგრძელებს Stanford University-ის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე (MBA), ნაწილობრივი დაფინანსებით.

მარიამმა მოწვევა მიიღო აგრეთვე ჩიკაგოს უნივერსიტეტის (Chicago Booth), კოლუმბიის უნივერსიტეტის (Columbia Business School), იელის (Yale SOM) და დიუქის (Duke Fuqua) უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლებიდან, მაგრამ საბოლოო არჩევანი სტენფორდის უნივერსიტეტის პროგრამაზე შეაჩერა.

მარიამმა თავისი პროფესიული კარიერა ჯერ კიდევ ESM-ის დამამთავრებელ კურსზე დაიწყო საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Deloitte Georgia-ში, შემდგომ საქართველოს ბანკში გააგრძელა, ხოლო 2018 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს კაპიტალის Valuation and Technical Accounting-ის მიმართულებას.

ESM Არიამ Ჩიქოვანი