GE

მარიამ ხარაშვილი Columbia University აგრძელებს სწავლას

06 ივნისი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული მარიამ ხარაშვილი აგვისტოდან სწავლას აგრძელებს აშშ-ში, Columbia Business School-ის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე (MBA), სწავლის ნაწილობრივი დაფინანსებით.

მარიამმა დადებითი პასუხი მიიღო ასევე MIT Sloan School of Management-სგანაც. თუმცა საბოლოოდ Columbia Business School-ში სწავლა არჩია. მარიამს სურს, რომ რამდენიმე წელი აშშ-ში ისწავლოს, იმუშაოს და ახალი გამოცდილება მიიღოს.

მარიამი 2015 წლიდან მუშაობდა საქართველოში EY Georgia-ში, TBC Bank-ში, Georgia Capital-ის საინვესტიციო გუნდში, ხოლო ამჟამად საქართველოს განახლებადი ენერგიის ჰოლდინგში არის Head of Business Development.

ESM Მარიამ Ხარაშვილი