საბა ფცქიალაძე სწავლას აგრძელებს Hult International Business School-ში
05 ივნისი 2023
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული საბა ფცქიალაძე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას აგრძელებს Hult International Business School-ის ბოსტონის კამპუსში Business Analytics მიმართულებით, უნივერსიტეტის შიდა 40%-იანი დაფინანსებით.
პროგრამაზე ძირითადად აქცენტი machine learning-ზეა და საბაც გეგმავს მომავალში ამ მიმართულებით გაიღრმავოს ცოდნა და გამოცდილება.
პარალელურად, საბამ სწავლის გაგრძელებაზე თანხმობა მიიღო Bentley University-სა (Masters in Business Analytics) და Ca' Foscari University of Venice-დან (Data Analytics for Business). თუმცა, რადგან Hult, ბლუმბერგის, Financial Times-ის, The Economist-ის მიხედვით, Top 100 სასწავლებელშია დასახელებული, ამ ფაქტორმა საბას საბოლოო გადაწყვეტილებაზე იმოქმედა და სწავლის გაგრძელება Hult-ში არჩია.
საბამ ESM-ის ოპერაციების მენეჯმენტის კონცენტრაცია დაასრულა. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა დიპლომატ ჯორჯიაში ლოჯისტიკის ანალიტიკოსად, ხოლო შემდგომ IT project manager გახდა. 2021 წლიდან კი შეუერთდა აჭარაბეთის გუნდს IT Portfolio Manager-ის პოზიციაზე.
მსგავსი სიახლეები
06 ივნისი 2023
მარიამ ხარაშვილი Columbia University აგრძელებს სწავლას
22 აპრილი 2022
ნათია სვანიძე აშშ-ში Stanford University-ში აგრძელებს სწავლას
25 ივლისი 2023
მარიამ ჩიქოვანი სწავლას Stanford University-ში აგრძელებს
24 ივლისი 2023
ელენე მურჯიკნელი სწავლას London Business School-ში (LBS) აგრძელებს
24 აგვისტო 2022