სალომე წერეთელი სწავლას აგრძელებს Institut Européen d'Administration des Affaires-ში
28 ივლისი 2023
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული სალომე წერეთელი 2024 წლის იანვრიდან სწავლას აგრძელებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესის სკოლის, INSEAD-ის (Institut Européen d'Administration des Affaires) პარიზის კამპუსში, სკოლის ნაწილობრივი დაფინანსებით.
INSEAD-თან ერთად, სალომემ დადებითი პასუხი მიიღო ევროპის სხვა წამყვანი ბიზნესის სკოლებიდან, სწავლის დაფინანსების შემოთავაზებით, როგორებიცაა: IE Business School, IESE Business School და HEC Paris.
საბოლოოდ კი არჩევანი INSEAD-ის ბიზნესის სკოლაზე გააკეთა, სწავლის მაღალი ხარისხისა და სკოლის ძლიერი საერთაშორისო ფოკუსის გათვალისწინებით. ბიზნესის სკოლის დამთავრების შემდეგ, სალომე გეგმავს გაიმდიდროს საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება და მიღებული ცოდნით დაუბრუნდეს საქართველოს ბიზნესის სექტორს.
სალომემ 2019 წელს დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, მესამე კურსიდან მოხვდა 10 სტუდენტს შორის და შეუერთდა საქართველოს ბანკის პროგრამას - ლიდერატორი. მას შემდეგ ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა კორპორატიულ დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც ანალიტიკის, ასევე გაყიდვების მიმართულებით. ამჟამად სალომე წამყვანი კორპორატიული ბანკირია ალკოჰოლური სასმელების წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის მიმართულებით.
მსგავსი სიახლეები
06 ივნისი 2023
მარიამ ხარაშვილი Columbia University აგრძელებს სწავლას
22 აპრილი 2022
ნათია სვანიძე აშშ-ში Stanford University-ში აგრძელებს სწავლას
25 ივლისი 2023
მარიამ ჩიქოვანი სწავლას Stanford University-ში აგრძელებს
24 ივლისი 2023
ელენე მურჯიკნელი სწავლას London Business School-ში (LBS) აგრძელებს
24 აგვისტო 2022