GE

თამარ სულაბერიძე სწავლას აგრძელებს ESCP Business School-ის ტურინის კამპუსში

29 აგვისტო 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული თამარ სულაბერიძე სწავლას აგრძელებს ESCP Business School-ის ტურინის კამპუსში Master in Management პროგრამაზე.

თამარს თანხმობა ჰქონდა ასევე შვეიცარიისა და აშშ-ს რამდენიმე უნივერსიტეტიდან, თუმცა საბოლოოდ, მაინც არჩევანი ESCP Business School-ზე შეაჩერა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ამჟამად რეიტინგული უნივერსიტეტია მსოფლიოში, რომელიც სტუდენტებს მრავალფეროვან აკადემიურ შესაძლებლობებს სთავაზობს. თამარს სწავლის პროცესში მოუწევს უნივერსიტეტის, მინიმუმ, ორი კამპუსის გამოცვლა ევროპის სხვადასხვა ქალაქში, რაც დაეხმარება მას სხვადასხვა კულტურული გარემოს გაცნობაში.

თამარი ბიზნესის სკოლის ფინანსების მიმართულების კურსდამთავრებულია და სწორედ ამიტომ, მიმდინარე სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში რამდენიმე დამატებითი საგნის გავლის ვალდებულებაც მოხსნილი აქვს.

Tamar Sulaberidze