თორნიკე გოლიაძე სწავლას აგრძელებს ბარსელონაში, ESADE Business School-ში
15 მაისი 2023
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული თორნიკე გოლიაძე სწავლას აგრძელებს სამაგისტრო პროგრამაზე ბარსელონაში, ESADE Business School-ში.
მან სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა და ჩარიცხულთა რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, უნივერსიტეტში სწავლისას, ბოლო სემესტრში გაცვლითი პროგრამით აშშ-ში Chicago Booth-ში ისწავლის.
თორნიკე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში სწავლის პარალელურად კომპანია EY-ს გუნდს შეუერთდა აუდიტის მიმართულებით, იქ ორწლიანი მუშაობის შემდგომ, საქმიანობა საქართველოს ბანკში ანალიტიკის მიმართულებით გააგრძელა, პარალელურად, კი აკადემიური მიმართულებით ვითარდებოდა, გახდა ასისტენტი და შემდგომ ლექტორი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის პროგრამაზე.
სწორედ აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა აკადემიური ცოდნის გაღრმავება და სწავლის გაგრძელება სამაგისტრო პროგრამაზე.
მსგავსი სიახლეები
06 ივნისი 2023
მარიამ ხარაშვილი Columbia University აგრძელებს სწავლას
22 აპრილი 2022
ნათია სვანიძე აშშ-ში Stanford University-ში აგრძელებს სწავლას
25 ივლისი 2023
მარიამ ჩიქოვანი სწავლას Stanford University-ში აგრძელებს
24 ივლისი 2023
ელენე მურჯიკნელი სწავლას London Business School-ში (LBS) აგრძელებს
24 აგვისტო 2022