ესპანური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი სწავლას მადრიდში გააგრძელებს
06 ივლისი 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ესპანური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ნათია კოსტავა სწავლას გააგრძელებს მადრიდის კარლოს III -ის უნივერსიტეტის ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამაზე საერთაშორისო სოლიდარულ ქმედებასა და სოციალურ ჩართულობაში (master in international solidarity action and social inclusion).
პროგრამა აერთიანებს რამდენიმე მოდულს: მიგრაცია, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო კოოპერაცია და სოციალური საკითხები.
პრესტიჟულმა ჟურნალმა EL mundo-მ ესპანეთის საუკეთესო მასტერად დაასახელა თავის კატეგორიაში.
პროგრამა სწავლის დასრულების შემდეგ ითვალისწინებს რომელიმე პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციაში სტაჟრებას.