GE

ოილერის ოლიმპიადა 2023

22 მაისი 2023

თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა წელს პირველად ჩაატარა კონკურსი - ოილერის ოლიმპიადა მათემატიკით დაინტერესებული IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის.
ოილერის ოლიმპიადის ფორმატისა და ჩატარების პრინციპი საერთაშორისო ოლიმპიადებზე არსებული სისტემის ანალოგიურია. შესაბამისად, მონაწილეებს მიღებული გამოცდილება გამოადგებათ მომავალში საერთაშორისო ოლიმპიადებზე ასპარეზობისთვის.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა სამი გამარჯვებული:
I ადგილი - დავით კლდიაშვილი და გადაეცა 2 000-ლარიანი გრანტი
II ადგილი - გიორგი კეკენაძე და მოიპოვა 1 500-ლარიანი გრანტი
III ადგილი - ლუკა წულაია და გადაეცა 1 000-ლარიანი გრანტი
სასწავლო გრანტით დაფინანსდება თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებებსა და მათემატიკის პროგრამასა და ფიზიკის პროგრამაზე სწავლა.
ასევე, სერტიფიკატები გადაეცათ ოილერის ოლიმპიადის ფარგლებში გამოყენებული ამოცანების ავტორებს: გიორგი არაბიძე, ზურაბ აღდგომელაშვილი, ზაზა მელიქიძე, ლია ჩიტიშვილი, გოგი ხიმშიაშვილი, ნიკა გლუნჩაძე, ლუკა მაჭარაშვილი, Stijn Cambie, Prudencio Guerrero Fernández.
ოლიმპიადის სახელწოდება მომდინარეობს შვეიცარიელი მეცნიერის, მათემატიკოს ლეონარდ ოილერისგან, რომელიც გვევლინება ავტორად მათემატიკასა და მომიჯნავე სამეცნიერო სფეროებში მთელი რიგი ცნებების, პრინციპებისა და მიდგომების აღმომჩენად და ფუძემდებლად.

Euler's Olympiad