GE

ევროპის ფონდის კონკურსი - სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად

22 ივნისი 2016

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები - კობა ცერცვაძე, გიორგი დიღმელაშვილი, დათა ჭანტურია, არჩილ საყევარაშვილი და დავით კვიციანი გახდნენ კონკურსის - სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად‬ 2016-ის მეორე ნომინაციის გამარჯვებულები.
 
გუნდს "Hand4help"-ს ევროპის ფონდი გადასცემს 20 000 ლარიან გრანტს სოციალური საწარმოს დასაფუძნებლად, ხოლო, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯი 2 000 ლარს.
 
სტუდენტების იდეაა 3D პრინტერზე დამზადებული ხელის კიდურის ინოვაციური ელექტრო და მექანიკური პროთეზების წარმოება, რომელიც საჭიროების მქონე ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება.‬‬‬‬
 
"სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად" ყოველწლიური კონკურსია და 2012 წლიდან ტარდება და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ევროპის ფონიდის ერთობლივი ორგანიზებით.