GE

ევროპის ინსტიტუტის პრეზენტაცია გაცვლითი პროგრამების შესახებ

28 ნოემბერი 2015

20 ნოემბერს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ევროპის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს პრეზენტაცია საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების შესახებ.

ევროპის ინსტიტუტი ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დახმარებით გასცემს გრანტებს როგორც ფრანგულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური მეცნიერებების და ევროპათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისთვის.

ევროპის ინსტიტუტის პირველი კამპუსი ბრუგეში (ბელგია) 1949 წელს დაარსდა, მეორე - ვარშავაში (პოლონეთი) 1993 წელს. ინსტიტუტის მისიაა სტუდენტების მომზადება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლის სფეროებში ევროპის ინტეგრაციის პროცესში.