GE

ევროპის ინსტიტუტის წარმომადგენლები კამპუსში

19 ნოემბერი 2015

20 ნოემბერს 16:00 საათზე კამპუსის 321-ე აუდიტორიაში ევროპის ინსტიტუტის წარმომადგენლები გამართავენ საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების პრეზენტაციას.

ევროპის ინსტიტუტი ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დახმარებით გასცემს გრანტებს როგორც ფრანგულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური მეცნიერებების და ევროპათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისთვის.

ევროპის ინსტიტუტის პირველი კამპუსი ბრუგეში (ბელგია) 1949 წელს დაარსდა, მეორე - ვარშავაში (პოლონეთი) 1993 წელს. ინსტიტუტის მისიაა სტუდენტების მომზადება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლის სფეროებში ევროპის ინტეგრაციის პროცესში.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პროექტით დაინტერესებულებს, რომელსაც ევროპის ინსტიტუტი მომავალი წლის მარტიდან იწყებს, ასევე შეუძლიათ მოისმინონ ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ. დამატებითი დეტალები იხილეთ აქ.