GE

ფესტივალის "ულამაზესი კორეა" კამპუსში

31 ოქტომბერი 2015

9-10 ნოემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი ფესტივალის "ულამაზესი კორეა"-ს მეოთხე ღონისძიებას უმასპინძლებს.

ფესტივალს წარმოგიდგენთ საქართველოს კორეული ასოციაცია, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი და დოკდოს ფონდი.

ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება არაერთი საინტერესო კორეული ფილმი (ქართული სუბტიტრებით), მოეწყობა დოკდოს ფოტოების გამოფენა, გრანდიზოული გათამაშება, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა მიეცემათ მოიგონ საინტერესო პრიზები, მოეწყობა ფოტოზონა (სტუმრებს ადგილზე გადაღებული ფოტოების დაბეჭდვის საშუალება ექნებათ), კორეული კალიგრაფია, ჩატარდება კორეული კერძების დამზადების მასტერკლასი და დეგუსტაცია.

ღონისძიება ჩატარდება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ხელოვნების ცენტრსა და ფოიეში.

დასწრება თავისუფალია.