GE

ფიზიკის კონფერენცია

08 მაისი 2013

12 მაისს, 12:00 საათზე, თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ორგანიზებით ტარდება ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტური კონფერენცია ფიზიკაში. კონფერენციაზე საუკეთესო ნაშრომების ავტორები გამოვლიანდებიან. ისინი ფიზიკის საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც წელს შოტლანდიაში, ედინბურგში ჩატარდება.