ფიზიკის სკოლის გუნდი მალტაზე გაემგზავრება
16 თებერვალი 2016
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის გუნდი ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPS) გაემგზავრება.
კონფერენციას, რომელშიც მსოფლიოდან ასეულობით სტუდენტი (ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოკტორანტები) მონაწილეობს, წელს მალტა უმასპინძლებს.
თავისუფალ უნივერსიტეტში ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ტარდება ფიზიკის სტუდენტური კონფერენცია, რომელიც 2015 წლიდან კახა ბენდუქიძს სახელობისაა. კონფერენციაზე სტუდენტებს მოეთხოვებათ ორიგინალური კვლევის წარმოდგენა.
საუკეთესო კვლევის ავტორები კი ცოდნის ფონდის დაფინანსებით ICPS-ზე წარდგებიან.
წელს საკუთარი კვლევებით მალტაში გაემგზავრებიან:
მარიამ აბულაძე (III კურსი) – "ატმოსფერული არამდგრადობები";
გვანცა ღუტიშვილი (II კურსი) – "იუპიტერის დიდ ლაქაში მიმდინარე არამდგრადობების შესწავლა"
გიორგი ბახტაძე (I კურსი) – "პულსარის ქარი".
თითოეულმა მომხსენებელმა შესაბამისი ამოცანების კვლევისას გარკვეული სიახლე წარმოადგინა, რომელიც შესაძლებელია სერიოზული კვლევების დასაწყისი აღმოჩნდეს.