ფიზიკის სკოლის კიდევ სამი კურსდამთავრებული სწავლას აშშ-ში გააგრძელებს
03 თებერვალი 2020
თავისუფალი უნივერსიტეტის 2019 წლის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებულები გიორგი წერეთელი, გვანცა ღუტიშვილი და მიშო სოხაშვილი სწავლას აშშ-ში გააგრძელებენ.
გიორგის უკვე აქვს თანხმობა ორი უნივერსიტეტიდან - Washington University in st Louis და Binghamton University in New York, მიშო University of Virginia-მ მიიღო, ხოლო გვანცას აქვს თანხმობა North Carolina State University-სგან.
სამივე მათგანი სრული დაფინანსებით ისწავლის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე.
ჩვენს ფიზიკოსებს აპლიკაციები ამერიკის სხვა უნივერსიტეტებშიც აქვთ გაგზავნილი, საიდანაც პასუხი ახლო მომავალში ჩამოვა. ჩვენი კურსდამთავრებულები ზუსტად რომელ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას, გადაწყვეტილებას გაზაფხულზე მიიღებენ.