GE

ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული არჩილ სულაძე სწავლას იტალიაში გააგრძელებს

21 მაისი 2017

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული არჩილ სულაძე სწავლას იტალიაში გააგრძელებს!

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ არჩილმა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა, სექტემბრიდან კი სწავლას დაიწყებს ევროპის პრესტიჟულ, საპიენსა-რომის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე "ასტრონაწილაკთა" ფიზიკის განხრით.

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლამ პირველი ნაკადი 2011 წელს მიიღო.

აჩიკოს ჯგუფი სკოლის პირველი გამოშვებაა