GE

ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებულს რომის და ბონის უნივერსიტეტები ეპატიჟებიან

26 ივნისი 2017

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული არჩილ სულაძე სწავლას იტალიაში ან გერმანიაში გააგრძელებს.

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ არჩილმა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა, სექტემბრიდან კი სწავლას დაიწყებს ევროპის პრესტიჟულ, საპიენსა-რომის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე "ასტრონაწილაკთა" ფიზიკის განხრით ან გერმანიაში, ბონის უნივერსიტეტში.

ორივე უნივერსიტეტმა არჩილს უკვე დაუდასტურა მიღება.

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლამ პირველი ნაკადი 2011 წელს მიიღო.

აჩიკოს ჯგუფი სკოლის პირველი გამოშვებაა.