GE

ფიზიკის სკოლის პროფესორის სტატია ასტრონომიული მეთოდებით სამყაროში სიცოცხლის ძიების საკითხების შესახებ

17 ივნისი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის პროფესორმა ზაზა ოსმანოვმა ცოტა ხნის წინ დაწერა კოსმოსში სიცოცხლის ძიების ასტრონომიული მეთოდების შესახებ სამეცნიერო სტატია სათაურით: „On the search for artificial Dyson-like structures around pulsars".

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სამეცნიერო არქივში ჩადებიდან ბოლო ორი კვირის განმავლობაში მისი პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ ამ პერიოდში წაკითხვების საერთო რაოდენობით, 758, ყველაზე კითხვადი სტატია გახდა.

აღნიშნული სამეცნერო კვლევა ეხება ასტრონომიული მეთოდებით სამყაროში სიცოცხლის ძიების საკითხებს. კერძოდ, 1960 წელს ცნობილმა ფიზიკოსმა ფრიმან დაისონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ არამიწიერი სუპერცივილიზაცია შეეცდება ვარსკვლავის ენერგიის მაქსიმალურად გამოყენებას, რისთვისაც სავარაუდოდ ვარსკვლავს მოათავსებს დახურულ გარსში, რომელიც გარეშე დამკვირვებლისთვის უნდა ჩანდეს ძალიან დიდი სფერული ზომის ინფრაწითელ წყაროდ, რაც მისი აღმოჩენის საშუალებას უნდა იძლეოდეს.

ამ იდეის ერთგვარი მოდიფიკაცია იქნა შემოთავაზებული ზაზა ოსმანოვის ზემოთ აღნიშნულ სტატიაში, სადაც გამოთქმულია ვარაუდი, რომ ჩამქრალ ვარსკვლავთა ერთერთი კლასი, რომელიც ცნობილია პულსარების სახელით, უფრო მომგებიანი უნდა იყოს კოლონიზაციისთვის, როგორც გამოსხივებული ენერგიის უტილიზაციის, ისე შესაბამისი კონსტრუქციისთვის დახარჯული ნითიერების რაოდენობის თვალსაზრისით.

მოცემულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ერთერთი ყველაზე საინტერესო ლოკაცია წამოვანი პულსარებია, რომელთა სიახლოვეში რგოლისებრი ინფრაწითელი სტრუქტურების ძიება შესაძლოა საკმაოდ პერსპექტიული იყოს აღნიშნული პრობლემის კონტექსტში.