GE

ფიზიკის სკოლის სტუდენტები მალტაზე

15 აგვისტო 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის გუნდი უკვე მალტაზეა და ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPS) იღებს მონაწილეობას.

კონფერენციას, რომელშიც მსოფლიოდან ასეულობით სტუდენტი (ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოკტორანტები) მონაწილეობს, წელს მალტა მასპინძლობს.

წელს საკუთარი კვლევებით მალტაში გაემგზავრნენ:

მარიამ აბულაძე (III კურსი) – "ატმოსფერული არამდგრადობები";
გვანცა ღუტიშვილი (II კურსი) – "იუპიტერის დიდ ლაქაში მიმდინარე არამდგრადობების შესწავლა"
გიორგი ბახტაძე (I კურსი) – "პულსარის ქარი".

თითოეულმა მომხსენებელმა შესაბამისი ამოცანების კვლევისას გარკვეული სიახლე წარმოადგინა, რომელიც შესაძლებელია სერიოზული კვლევების დასაწყისი აღმოჩნდეს.

თავისუფალ უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე წელია ტარდება ფიზიკის სტუდენტური კონფერენცია, რომელიც 2015 წლიდან კახა ბენდუქიძს სახელობისაა. კონფერენციაზე სტუდენტებს მოეთხოვებათ ორიგინალური კვლევის წარმოდგენა.

საუკეთესო კვლევის ავტორები კი ცოდნის ფონდის დაფინანსებით ICPS-ზე წარდგებიან.