GE

ფიზიკის სკოლის სტუდენტები მიუნჰენში გაგემგზავრებიან

12 ივნისი 2017

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მეორე კურსის სტუდენტები გიორგი ბახტაძე და გიორგი არსენაძე საზაფხულო ერთთვიან სტაჟირებას (internship) მიუნჰენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში (LMU) გაივლიან.

გერმანიაში ყოფნისას სტუდენტები ჩაერთვებიან სამეცნიერო კვლევებში რომლებიც მიმდინარეობს LMU-ში.

მიუხედავად იმისა რომ ორივე გიორგი ჯერ კიდევ საბაკალავრო სკოლაში სწავლობს, ისინი უკვე ჩართულები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში მიმდინარე სამეცნიერო მოღვაწეობაში.

მათ განახორციელეს და პრესტიჟულ საერთაშორისო ჟურნალებში გამოაქვეყნეს ორი შთამბეჭდავი თეორიული ნაშრომი, რომელთა შედეგებს სტუდენტები წარადგენენ LMU-ს სამეცნიერო სემინარზე.

გიორგი ბახტაძის და გიორგი არსენაძის მიუნჰენში მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად დაფარავს გერმანული მხარე.