GE

ფიზიკის სკოლის სტუდენტები პოლონეთში გაემგზავრებიან!

05 იანვარი 2016

ფიზიკის სკოლის სტუდენტები - გუგა მიქაბერიძე, თორნიკე ღუტიშვილი და გიორგი ჭანტურია პოლონეთში, ზიელონა გორას უნივერსიტეტში სასწავლებლად გაემგავრებიან.

გასული წლის შემოდგომაზე თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა და პოლონეთის ზიელონა გორას უნივესიტეტმა გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში.

დოკუმენტი ითვალისწინებს თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტების მივლინებას ზიელონა გორაში სასწავლებლად მომავალ საგაზავხულო სემესტრში. პროგრამით განსაზღვრულია მაგისტრატურის ორი და ბაკალავრიატის ერთი სტუდენტის მივლინება. სტუდენტების სამგზავრო და საცხოვრებელ ხარჯები იფარება პოლონური მხარის მიერ ევროკავშირის შესაბამისი გრანტით.

სტუდენტების შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი და გამარჯვებულის გამოსავლენად შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ფიზიკის სკოლის პროფესორები და თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

გამარჯვებისთვის განმსაზღვრელი იყო სტუდენტის აკადემიური მოსწრება ფიზიკა–მათემატიკის საგნებში და სამეცნიერო მუშაობაში ჩართულობა.

კონკურსის შედეგები ოფიციალურად გამოცხადდა ჩვენი უნივერსიტეტის საერთო სამეცნიერო სემინარზე, რომელსაც უძღვებოდა თბილისში სტუმრად მყოფი მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი გია დვალი. გამარჯვებულმა სტუდენტებმა გია დვალთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტეოები.