GE

ფიზიკის სკოლის სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაზე

10 აგვისტო 2015

29 სექტემბერიდან ბაქოში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია მაღალი ენერგიების თეორიულ ფიზიკაში, რომელშიც მიწვეულები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტები: ლევან იაშვილი, გიორგი ჭანტურია, გურამ ქართველიშვილი და გუგა მიქაბერიძე.

კონფერენციაზე ასევე მიწვეულნი არიან დარგის აღიარებული ექსპერტები, რომლებიც წარმოაჩენენ ახალ სამეცნიერო შედეგებს და ამასთან ერთად წაიკითხავენ ლექციებს რეგიონიდან არჩეული ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის.

ღონისძიების მიზანია ახალგაზრდა ფიზიკოსთა სამეცნიერო დონის ამაღლება და ახალი საერთაშორისო კონტაქტების დამყარება.