GE

ფიზიკის სკოლის სტუდენტების არნახული შედეგი!

23 ნოემბერი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ბაკალავრების მორიგი წარმატება!

სამმა სტუდენტმა - გურამ ქართველიშვილმა, საბა შარიქაძემ და თორნიკე ღუტიშვილმა ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების მაგისტრატურა-დოქტორატურის პროგრამებზე მოსახვედრად GRE–ში შესანიშნავი შედეგები აჩვენეს.

ფიზიკაში მაქსიმალური ქულა 990-ია, თუმცა, აღიარებული ფაქტია, რომ 900 ქულიანი ზღვარის გადალახვა ურთულესი ამოცანაა.

ამის მიუხედავად, სამივემ შესანიშნავად გაართვა ამ ამოცანას თავი.

თორნიკე - 990!

საბა - 970!

გურამი - 920!

თორნიკე, თავისი მაქსიმალური ქულით მსოფლიოს მასშტაბით იმ საუკეთესო 5%–ში მოხვდა, ვინც ეს საგანი ჩააბარა. ასეთი შედეგი საქართველოს ისტორიაში პირველია.

ვულოცავთ სტუდენტებს უდეიდეს წარმატებას!