GE

ფიზიკის სკოლის სტუდენტი ლიკა მელაძე ჰაიდელბერგის საზაფხულო სკოლაში

15 ივლისი 2019

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტი ლიკა მელაძე იმყოფება ჰაიდელბერგის მოლეკულური ბიოლოგიის ევროპული ლაბორატორიის (The European Molecular Biology Laboratory - EMBL) მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში.
კონკურსის შედეგად გერმანულმა მხარემ ლიკას სრულად დაუფინანსა იქ ყოფნის ხარჯები. სკოლა ორ კვირიანია და მიმდინარეობს 15-27 ივლისის შუალედში, სადაც სტუდენტები მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან უკანასკნელ მიღწევებს ბიოლოგიასა და მასთან დაკავშირებულ ინტერდისციპლინარულ მიმართულებებში.