GE

ფიზიკის სკოლის სტუდენტის, ელენე ყარანგოზიშვილის წარმატება

23 მაისი 2017

ფიზიკის სკოლის პირველკურსელი ელენე ყარანგოზიშვილი სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს.
 
ელენე მომდევნო წლების განმავლობაში Lafayette College-ში (ისტონი, პენსილვანია), ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებაზე ისწავლის.
 
სკოლაში სწავლისას ელენემ მონაწილეობა მიიღო მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში. ის ასევე, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების კონკურსის, ლავუაზიეს წრის პრიზიორია.
 
ის საქართველოდან ერთადერთი სტუდენტია, რომელიც წელს Lafayette College-ში ჩაირიცხა და  მის სწავლის საფასურს ამერიკული მხარე სრულად ფარავს.
 
ელენე ყარანგოზიშვილი სწავლას სექტემბრიდან დაიწყებს.