GE

ფიზიკის სკოლის სტუდენტის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში

25 აპრილი 2017

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მეორე კურსის სტუდენტმა, გიორგი არსენაძემ შთამბეჭდავი თეორიული კვლევა განახორციელა ასტროფიზიკის დარგში.
 
ის ბაკალავრიატში სწავლის საწყის ეტაპზევე ჩაერთო კვლევით საქმიანობაში, შეისწავლა რელატივისტური ნაწილაკების დინამიკა ჭიის ხვრელში (Wormhole) მოძრაობისას და მათი გავლენის სფეროდან გამოსვლის ფიზიკური პირობები.
 
სამეცნიერო კვლევა გაიგზავნა საერთაშორისო მაღალ იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალში (International Journal of Modern Physics D) და განთავსდა სამეცნიერო სტატიების არქივში.
 
თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გიორგი არსენაძეს ულოცავს სამეცნიერო ასპარეზზე გადადგმულ ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.