GE

ფიზიკის სკოლის სტუდენტის სტაჟირება LMU-ში

23 ივლისი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი მიხეილ სოხაშვილი საზაფხულო სტაჟირებაზე (internship) მიუნჰენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში (LMU) იმყოფებოდა.

მიხეილი ჩართული იყო სამეცნიერო კვლევებში რომლებიც მიმდინარეობს LMU-ში.

LMU მსოფლიოს ერთერთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრია. მიხეილ სოხაშვილის მონაწილეობა LMU-ში მიმდინარე კვლევებში სერიოზული განაცხადია მისი შემდგომი კარიერული ზრდისათვის.