GE

ფიზიკოს-ექსპერიმენტატორთა კონკურსი - TERTIUS

21 თებერვალი 2014

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები აბიტურიენტებისთვის აცხადებენ ფიზიკოს-ექსპერიმენტატორთა კონკურსს.

შენ შეგიძლია ერთი მარტივი რეგისტრაციით საკუთარ თავს მისცე შანსი მოიპოვო დამატებითი სასწავლო გრანტი თავისუფალ ან აგრარულ უნივერსიტეტში!

ყურადღებით გაეცანი წესებს:

ერთი სკოლიდან დასაშვებია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა.

გუნდი უნდა დაკომპლექტდეს არაუმენეტს 3 მოსაწვლესგან (გუნდს უფლება აქვს შემადგენლობაში ჰყავდეს მხოლოდ ერთი უმცროსკლასელი).

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ფიზიკური მოვლენის საილუსტრაციო მოწყობილობა. დასაშვებია, როგორც სკოლებში არსებული მოწყობილობების ელექტრონიკის ან კომპიუტერის გამოყენებით მოდიფიცირება (გადაკეთება), ასევე, ახალი მოდელების დამზადება.

შეფასებისას ყურადღება მიექცევა ინოვაციურობას და შინაარსს. ასევე, გათვალისწინებული იქნება დიზაინი და მოხმარების უსაფრთხოება.

სასურველია, თემატიკა შეირჩეს ფიზიკის სასკოლო პროგრამიდან.

საკონკურსო ნამუშევრების პრეზენტაცია და შეფასება გაიმართება 6 მარტს.

მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერი ოთხი წლის განმავლობაში ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:

• 5 000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს;
• 3 000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა II ადგილზე გასული გუნდის ყველა წევრს;
• 1 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა III ადგილზე გასული გუნდის ყველა წევრს.

ამასთან, გამარჯვებული გუნდის სკოლა მიიღებს განვითარებისა და მხარდაჭერის 1 500 ლარიან გრანტს.

ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკისა და კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს.

რეგისტრაცია დასრულდა 4 მარტს.

საკონტაქტო ინფორმაცია

☏ 599 513 518 შაკო თავაძე

ელ.ფოსტა: s.tavadze@freeuni.edu.ge