GE

ფიზიკოს-ექსპერიმენტატორთა კონკურსში გამარჯვებულები გამოვლიდნენ

10 მარტი 2016

6 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა ფიზიკოს-ექსპერიმენტატორთა კონკურსი და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

კონკურსანტებს უნდა წარმოედგინათ ფიზიკური მოვლენის საილუსტრაციო მოწყობილობა. დასაშვები იყო, როგორც სკოლებში არსებული მოწყობილობების ელექტრონიკის ან კომპიუტერის გამოყენებით მოდიფიცირება (გადაკეთება), ასევე, ახალი მოდელების დამზადება.

გამარჯვებულებს გადაეცათ სასწავლო ვაუჩერი ოთხი წლის განმავლობაში ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:
1-ლი ადგილი დაიკავეს ცოტნე დადიანმა, ნიკა ლოსაბერიძემ და ლაშა ბუხნიკაშვილმა. თითოეულს გადაეცა 5000 ლარიანი ვაუჩერი ბაკალავრიატზე სწავლის დასაფინანსებლად.

მე-2-ე ადილზე გავიდნენ მიხეილ ნაზღაიძე, ლაშა ანდღულაძე და გიორგი ხომერიკი. თითოეულს გადაეცა 3000 ლარიანი ვაუჩერი ბაკალავრიატზე სწავლის დასაფინანსებლად.

მე-3 ადგილი დაიკავეს ნინო ანასოვმა, ქეთევან ძებნიაურმა და ელენე სირუნიანმა. თითოეულს გადაეცა 1500 ლარიანი ვაუჩერი ბაკალავრიატზე სწავლის დასაფინანსებლად.

ყველა მონაწილეს გადაეცა კონკურსში მონაწიელობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ამასთან, გამარჯვებული გუნდის სკოლა მიიღებს განვითარებისა და მხარდაჭერის 1 500 ლარიან გრანტს.