ფიზიკოსები მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში
14 ივლისი 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მეორე კურსის სტუდენტები - გიორგი ბახტაძე და გიორგი არსენაძე წარმატებით წარდგნენ მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (LMU) სემინარზე და წარმოადგინეს მათ მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შედეგები.
LMU მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრია და როგორც წესი იქ გამართულ სემინარებზე არაერთ მსოფლიო დონის მეცნიერს მიუღია მონაწილეობა.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ეს უკვე სერიოზული განაცხადია მათი შემდგომი კარიერული ზრდისათვის.