GE

ფიზიკოსთა ტურნირი

29 მარტი 2013

30-31 მარტს თავისუფალ უნივერსიტეტში ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ფიზიკით დაინტერესებული მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკის ექსპერიმენტული ამოცანების ამოხსნაში შეეჯიბრებიან. 

ტურნირის განმავლობაში მოსწავლეები არა მხოლოდ თავიანთ ამოცანებს წარმოადგენენ, არამედ დაიცავენ მათ სამეცნიერო სამეცნიერო დისკუსიებში. მონაწილეები ასევე ოპონირებას გაუწევენ მოწინააღმდეგე გუნდების მოხსენებებს და ამოცანების ამოხსნათა სუსტ და ძლიერ მხარეებს განიხილავენ.

 

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი უკვე 23 წელია ტარდება და საქართველო ამ ტურნირზე 1992 წლიდან მონაწილეობს. შარშან საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო შეჯიბრზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

წლევანდელ ტურნირში, სხვადასხვა სკოლიდან, 5 გუნდი მონაწილეობს.

დამატებითი ინფორმაცია ტურნირის წესების და ამოცანების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.gypt.ge