GE

ფოტოკონკურსი

03 დეკემბერი 2013

დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში საველე პრაქტიკაში მონაწილე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა გაიმართა. ასევე, გამოვლინდნენ რამდენიმე კატეგორიაში გამარჯვებული ფოტოების ავტორები.

ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი - რატი ჯაფარიძე ესწრებოდა.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ საველზე პრაქტიკაში მონაწილე გამორჩეული კოორდინატორები, რომლებსაც სპეციალური პრიზები გადაეცათ.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები საველე პრაქტიკის ფარგლებში,  საქართველოში მდებარე ეროვნულ ნაკრძალებს სტუმრობდნენ. სტუდენტთა თითოეული ნაკადი იქ 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ისინი კოორდინატორებთან ერთად სამუშაოებს ასრულებდნენ და სწავლობდა საველე პირობებში ცხოვრებას სწავლობდნენ.