GE

ფრანკოფონიის დღე კამპუსში

25 მარტი 2015

25 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა ფრანკოფონიის საღამოს უმასპინძლა.

ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად საფრანგეთის ელჩი რენო სალენსი დაესწრო.

გაიმართა ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა წარმოდგენები და პრეზენტაციები.

დღის ბოლოს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს შორის.

ღონისძიება თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) ორგანიზებით ჩატარდა.