ფრანკოფონიის დღე კამპუსში
17 მარტი 2015
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი 25 მარტს, 16:00-ზე ფრანკოფონიის თვის ფარგლებში გეპატიჟებათ ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა წარმოდგენასა და პრეზენტაციებზე.
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, კულტურის ცენტრი.
დასწრება თავისუფალია.