GE

Free Market Road Show 2017

11 მაისი 2017

Free Market Road Show გაიმართება 15 მაისს 11 საათიდან კახა ბენდუქიძის საუნიევრსიტეტო კამპუსის მე-200 აუდიტორიაში.

შეხვედრას დაესწრებიან და წარუძღვებიან გამოჩენილი ბიზნესმენები, წარმატებული სტუდენტები, პოლიტიკის ექსპერტები, დიპლომატები და სხვა დაინტერესებული პირები ევროპიდან, რომლებიც ისაუბრებენ საქართველოს განვითარებასა და გამოწვევებზე.

დისკუსია შეეხება მსოფლიოში მიმდინარე წამყვან მოვლენებსაც, როგორებიცაა, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის დატოვების თაობაზე და შეერთებული შტატების მიერ ტრამპის არჩევა პრეზიდენტად.

Free Market Road Show 2017-ის პირველი პანელური დისკუსია სრულად ეძღვნება კახა ბენდუქიძის რეფორმების მემკვიდრეობასა და საქართველოს მიღწევებს.

დრო: 12:30 – 13:45

მოდერატორი: ანასტასია ბენდუქიძე - ცოდნის ფონდის დირექტორი და პარტნიორი;

სპიკერები:

ლადო გურგენიძე - ლიბერთი ბანკის მმართველი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი;

ვახტანგ ლეჟავა - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი;

კალმენ მიზეი - ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი;

გაბრიელა ვონ ჰებსბურგი - თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი;

პაატა შეშელიძე - ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს დირექტორი.

დასწრების მსურველები დარეგისტრირდით აქ.

დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და მომხსენებლების შესახებ იხილეთ ბმულზე.