თავისუფალი აზროვნების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
29 აპრილი 2023
ყოველწლიურად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ატარებენ სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა შემეცნებით კონკურსს, რომელთა გამარჯვებულები მოიპოვებენ სწავლის დაფინანსებისათვის გრანტებს კახა ბენდუქიძის დაფუძნებული ცოდნის ფონდისგან.
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში გამოვლინდნენ თავისუფალი აზროვნების კონკურსის გამარჯვებულები და მათ გადაეცათ სასწავლო გრანტები თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის დასაფინანსებლად:
I პირველი ადგილი დაიკავა მარიამ მებუკემ, რომელსაც გადაეცა 2 500-ლარიანი სასწავლო გრანტი
II მეორე ადგილი დაიკავა ზუკა ხაფავამ, რომელმაც მოიპოვა 1 500-ლარიანი სასწავლო გრანტი
III მესამე ადგილი ერგო ქეთი ცერცვაძეს, რომელსაც გადაეცა 1 000-ლარიანი სასწავლო გრანტი
თავისუფალი აზროვნების კონკურსის მიზანია გამოავლინოს მომავალი სტუდენტების ანალიზური, კრიტიკული, ლოგიკური მსჯელობის უნარი და რაც მთავარია, გასაქანი მისცეს მათ თავისუფალ აზროვნებას. კონკურსი შედგებოდა ორი ეტაპისგან, რომელთაგან პირველი ჩატარდა პარალელურად თბილისსა და ქუთაისში, ხოლო მეორე კი კახა ბენდუქიძის კამპუსში.
