FreeUni Alumni Fundraising Dinner 2025
25 დეკემბერი 2025
თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდის საქველმოქმედო ვახშამი FreeUni Alumni Fundraising Dinner გაიმართა 22 ნოემბერს.
განათლების მხარდასაჭერად, ვახშამს დაესწრნენ თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ლექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ფონდის მეგობრები.
ვახშამზე წარმატებით ჩატარდა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკილის - VA[A]DS-ის აუქციონი და გაიყიდა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების 12 ნამუშევარი.
ვახშმისა და აუქციონიდან შემოსული თანხით თავისუფალი უნივერსიტეტის კიდევ 4 სოციალურად დაუცველი სტუდენტის სტიპენდია დაფინანსდა. ჯამურად კი თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ფონდს უკვე შეუძლია ყველა იმ სოციალურად დაუცველი სტუდენტის სტიპენდიის დაფინანსება, რომლებმაც განაცხადით მიმართეს.
ღონისძიების ოქროს სპონსორი იყო გეფა, ხოლო მხარდამჭერები: Mastercard, ტოიოტა კავკასია, Nexia, Quick, მარანი კასრელი და D Block Workspace.