GE

გაცნობითი პროგრამები კამპუსში

28 ნოემბერი 2014

28-29 ნოემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაცნობითი პროგრამები ჩატარდა.

თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს აბიტურიენტების მორიგი ნაკადი ესტუმრა.

გაცნობითი პროგრამების მიმდინარეობისას, მათ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის პროფესორებმა წაუკითხეს ლექციები.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს კამპუსი, ნახეს სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიები, კულინარიის აკადემია, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, მუზეუმი და სპორტდარბაზი.

მოსწავლეებმა გაიგეს უფრო მეტი მომავალი პროფესიის შესახებ, გაიცნეს კამპუსის სასწავლო გარემო.