GE

გაცნობითი პროგრამების მორიგი ნაკადი

05 აპრილი 2014

5 აპრილს თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში გაცნობითი პროგრამების მორიგი ნაკადი ჩატარდა. დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსს თბილისიდან და რეგიონებიდან აბიტურიენტები სტუმრობდნენ. გაცნობითი პროგრამების მიმდინარეობისას მოსწავლეებს უნივერსიტეტის პროფესორებმა ლექციები წაუკითხეს.

აბიტურიენტებმა დაათვალიერეს კამპუსი, გაეცნენ სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიებს, მოინახულეს კულინარიის აკადემია, თევზსაშენი, ვეტერინარული კლინიკა, სასწავლო აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სპორტდარბაზი.

მომავალმა სტუდენტებმა გაიცნეს კამპუსის სასწავლო გარემო და პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.