GE

გაეროს მისიები ახლო აღმოსავლეთში

20 მარტი 2017

პარასკევს, 24 მარტს, 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 218-ე აუდიტორიაში არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება ახლო აღმოსავლეთის, კერძოდ, სირია-ისრაელის გაეროს საზღვრის დამცველი ძალების უსაფრთხოების ხელმძღვანელის, დანიელი ექსპერტის ქრისტიან სალბის საჯარო ლექცია თემაზე "გაეროს მისიები ახლო აღმოსავლეთში".

სტუმარი ისაუბრებს მსოფლიოს ამ ყველაზე "ცხელ" რეგიონში მიმდინარე მოვლენების, კონფლიქტებში ჩართული მხარეების პოლიტიკური და სამხედრო მიზნების, გაეროს მისიების ფორმატისა და იმ ქმედებების შესახებ, რომლის უშუალო მონაწილეც თვითონ არის.

დასწრება თავისუფალია.

სამუშაო ენა: ინგლისური.