GE

გამარჯვება ჯესაპის ეროვნულ რაუნდში

17 თებერვალი 2014

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრის ეროვნულ რაუნდში გაიმარჯვა და საქართველოს სახელით ვაშინგტონში საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფილიპ ჯესაპის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრის ეროვნულ რაუნდში გაიმარჯვეს. თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები: თამარ ჯიქია, ანი ხოჯელანი, ნინო დუნდუა, მარი კაპანაძე და გვანცა კვარაცხელია ეროვნულ შეჯიბრში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტების გუნდს დაუპირისპირდნენ და სამივე რაუნდში გამარჯვება მოიპოვეს.

გუნდი, ხელმძღვანელთან, დავით კაპანაძესთან ერთად 2014 წ. აპრილში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ვაშინგტონში გაემგზავრება და საქართველოს სახელით ფინალურ შეჯიბრზე იასპარეზებს.

ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო შეჯიბრი (Jessup Moot Court Competition) საერთაშორისო სამართლის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სტუდენტები მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნის 550-ზე მეტი სამართლის სკოლიდან.