GE

გამარჯვებულები გამოვლინდნენ

09 მაისი 2013

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების შემეცნებითი კონკურსი, რომელშიც ჯამში ცხრა ათასმა აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა - დასრულდა. ფინალური ეტაპი ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ჩატარდა და 80 ფინალისტიდან 8 გამარჯვებული გამოვლინდა. კონკურსანტები ერთმანეთს Jeopardy-ს პრინციპით შეეჯიბრნენ. 

პირველი ადგილი, ანუ გერმანიის საგზურები გიორგი შარიფაშვილმა და გიორგი ბრეგვაძემ მოიპოვეს. ისინი მიუნხენში შემეცნებითი მივლინებით გაემგზავრებიან. 

მეორე ადგილზე ლუკა ხიმშიაშვილი და გიორგი ბერიძე გავიდნენ, რომლებსაც პლანშეტური კომპიუტერები (Google Nexus 7) გადაეცათ. 

მესამე ადგილი ანდრო გრძელიშვილმა და სანდრო ჯაკონიამ დაიკავეს და ელექტრონული წიგნებით (Amazon Kindle) დასაჩუქრდნენ. 

მეოთხე ადგილზე კი ნინო ტაბატაძე და კობა ნარიმანიშვილი გავიდნენ, რომლებსაც მუსიკალური ფლეიერები (Apple iPod Shuffle) გადაეცათ. 

 ფოტო გალერეა