გამოცდა კორეულ ენაში
02 ივლისი 2016
ყოველწლიურად თავისუფალ უნივერსიტეტში ტარდება კორეული ენის საერთაშორისო გამოცდა (TOPIK).
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აპლიკანტი იღებს კორეული ენის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, რაც აუცილებელია კორეულ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, კორეულ კომპანიაში სამსახურის მოსაპოვებლად ან უბრალოდ, საკუთარი ცოდნის შესამოწმებლად.
საქართველოში TOPIK-ის გამოცდა პირველად თავისუფალ უნივერსიტეტში 2016 წელს ჩატარდა.