GE

გამოფენა “სამი/3 პროექტი”

24 დეკემბერი 2015

გიწვევთ, თავისუფალი უნივერსიტეტის, ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის მეორე კურსის, სემესტრის შემაჯამებელ გამოფენაზე, სადაც წარმოდეგენილი იქნება ინტერიერის, გრაფიკული დიზაინის და ვიზუალური ხელოვნების სტუდენტების ნამუშევრები.

ინტერიერის დიზაინის სტუდენტები წარმოადგენენ სამ განსხვავებულ პროექტს:

1.საბავშვო სათამაშო ზონა - პროექტი მოიცავდა ერთადერთ შეზღუდვას - დიზაინში გამოყენებული უნდა ყოფილიყო ძირითადად ხის მასალა;

2. არტისტის სამუშაო სივრცე - დავალება გულისხმობდა კუბის ფორმის (30X30X4 მ.) შენობის დიზაინის შექმნას. ნამუშევარში გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ ხის და შუშის მასალა;

3.სკამის დიზაინი - დავალება მოიცავდა პლასტმასის მასალის გამოყენებით სკამის დიზაინის შექმნას;

გრაფიკული დიზაინის სტუდენტის ნამუშევარი შესრულებულია “დამკვეთის” მიერ შემოთავაზებული ბრიფის მიხედვით. მიზანი ამოცანის კრეატიულად და ლაკონურად შესრულება იყო, რაც ტიპოგრაფიის, კომპოზიციის და ოპტიკური მანძილების განაწილების დაცვით უნდა შესრულებულიყო.

ესენია:

1.სხვადასხვა მუსიკალური ალბომის პოსტერი;

2.ღვინის ეტიკეტი;

3. ასობგერა "რ"- ს ორიგინალური პოსტერი;

4. პიკტოგრამები - სიყვარულის, ტერორიზმის, ტრადიციული სამზარეულოსა და ბუნების თემატიკაზე;

ვიზუალური ხელოვნების სტუდენტები წარმოგვიდგენენ ფერწერულ ნამუშევრებს, რომლებიც ცოცხალ ფიგურას და ცნობილი ნამუშევრების ინტერპრეტაციებს წარმოადგენენ;

ინტერიერის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი - ია ქუთათელაძე.

გრაფიკული დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი - სანდრო ჩხაიძე.

ვიზუალური ხელოვნების, ფერწერის მიმართულების ხელმძღვანელი - ლევან ჭოღოშვილი.

 

მონაწილეები:

თიკა შელია

ანო ჯიშკარიანი

სალომე ფოცხვერაშვილი

მაკო კრიხელი

გიორგი გრძელიშვილი

ინგა ხატიაშვილი

მარი ცალანი

სოფო ჯაყელი

ანა ჯიბლაძე

ლიზი ლეფსვერიძე

სალომე ჯაფარიძე

სანდრო კენჭაძე

ანასტასია ახვლედიანი

 

 

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი

მისამათი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, #240

B კორპუსი

თარიღი: 25/12/2015-19/01/2016

დრო: 16:00-19:00

საკონტაქტო პირი: გურამ კაპანაძე

ტელ: +995 98 426864