GE

გამოფენა „ზღაპრების სამყარო" და გერმანული საღამო კამპუსში

29 მაისი 2015

29 მაისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პროექტის "ცივილიზაციათა ჯახი და კულტურათა დიალოგი" ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტმა საქართველოში წარმოადგინა გამოფენა "ზღაპრების სამყარო".

გამოფენის გახსნას დაესწრენ: გერლინდე მასუდი - გოეთეს ინსტიტუტის ენის განყოფილების ხელმძღვანელი; დოქ. მარტინ პრაქსენტალერი - DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი; კრისტოფერ ფრონცეკი - გერმანიის საელჩოს კუტურის განყოფილების ატაშე.

გამოფენის დასრულების შემდეგ კულტურის ცენტრში აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის გერმანული მიმართულების სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა გერმანული საღამო.