გამოვლინდა მაქსის ალუმნების სტიპენდიის გამარჯვებული
04 ნოემბერი 2020
თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკისპროგრამის კურსდამთავრებულების დაწესებული სტიპენდიის გამარჯვებულია ამავე პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი, ალექსანდრე ხოხიაშვილი.
ალექსანდრე 1 აკადემიური წელი მიიღებს მაქსის ალუმნების სტიპენდიას, რომელიც შეადგენს ყოველთვიურად 1,000 ლარს.
სტიპენდიის მიზანია კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის სტუდენტებს შორის კარგი აკადემიური მოსწრების დამატებით წახალისება. ფინანსური მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესამე კურსელი სტუდენტისთვის კარიერულ შესაძლებლობებსა და აკადემიურ განვითარებას შორის გადაწყვეტილების მიღებისას, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ არჩევანის გასაკეთებლად.
მაქსის ალუმნების სტიპენდიაზე დარეგისტრირდა 34 სტუდენტი. გასაუბრებისათვის შეირჩა 6 სტუდენტი, რომლებიც ყველაზე უკეთ აკმაყოფილებდნენ სტიპენდიის კრიტერიუმებს.
სტიპენდიის დამფუძნებლების მიერ ჩატარებული გასაუბრებების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული.
სტიპენდიის დამფინანსებლები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებულები:
- ირაკლი ფოფხაძე, მუშაობს Facebook-ის ლონდონის
- ოფისში დავით მაღალთაძე, მუშაობს Microsoft-ის პრაღის ოფისში
- თამუნა გელდიაშვილი, მუშაობს Amazon-ის ბერლინის ოფისში
- ელენე კავთელაძე, მუშაობას იწყებს Amazon-ის მადრიდის ოფისში
- გიორგი ხოსროშვილი, მუშაობს Amazon-ის ლუქსემბურგის ოფისში
- გიორგი ცერცვაძე, მუშაობს Amazon-ის ლუქსემბურგის ოფისში
- ლაშა ლაკირბაია, მუშაობს Google-ის მაუნთინ-ვიუს ოფისში
- თორნიკე მანძულაშვილი, მუშაობს Google-ის ლონდონის ოფისში
- ზაურ მეშველიანი, მუშაობს Google-ის მიუნხენის ოფისში
- გიორგი ქოჩაკიძე, მუშაობს Microsoft-ის ტალინის ოფისში
- ქეთი ურიდია, მუშაობს Amazon-ის ლუქსემბურგის ოფისში
მსგავსი სიახლეები
06 თებერვალი 2018
გიორგი გულიაშვილი Facebook-ში ლონდონის ოფისში იწყებს მუშაობას
21 დეკემბერი 2018
ირაკლი ფოფხაძე Facebook-ში, ლონდონის ოფისში იმუშავებს
06 ნოემბერი 2018
ლაშა ლაკირბაია დღეიდან Google-ში იმუშავებს
19 ივლისი 2022
ალექსი შატბერაშვილმა მუშაობა Apple-ში დაიწყო
11 აგვისტო 2023