GE

გამოვლინდნენ ნეტ-კრედიტის კონკურსის სტიპენდიანტები

10 მარტი 2016

კომპანია ნეტ-კრედიტმა პროექტის - Finabay Development Program-ის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლების სტუდენტებისთვის ჩაატარა კონკურსი, რომელიც პარალელურად ლატვიასა და პოლონეთშიც ხორციელდებოდა.

მონაწილეებს ევალებოდათ ინოვაციური იდეის მოფიქრება ფინანსების ან ტექნოლოგიების მიმართულებით.

პროექტის გამარჯვებულები არიან ბიზნესის სკოლის მესამე კურსის სტუდენტები - მიხეილ წიკლაური და დავით კვიციანი, რომლებსაც გადაეცემათ 5000 ლარიანი სტიპენდია.

თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კომპანია ნეტ-კრედიტს თანამშრომლობისთვის.